ნეიმარს პსჟ "ბარსელონაში" იჯარით არ გაუშვებს - "რეალი" მოვლენების განვითარებას ელოდება

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, პსჟ თავდამსხმელ ნეიმარს "ბარსელონაში" იჯარით კონტრაქტის გაისად გამოსყიდვის ვალდებულებით არ გაუშვებს. მიზეზი კი ისაა, რომ "პარი სენ ჟერმენის" აზრით, "ბარსა" სატრანსფერო თანხის ტრანშებად გადახდას მოსთხოვს, რაც არ აწყობთ. თანაც, პარიზულ და კატალონიურ კლუბებს კარგი ურთიერთობა არა აქვთ.

El Chiringuito კი ირწმუნება, რომ თუ პსჟ "ბარსელონას" ნეიმარის იჯარაზე დათანხმდა, საქმეში "რეალი" ჩაერთვება და ბრაზილიელის შეძენას შეეცდება.

თუმცა, "რეალის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანისთვის პრიორიტეტული "მანჩესტერის" ნახევარმცველ პოლ პოგბას ტრანსფერია და თუ კატალონიურ "სპორტს" დავუჯერებთ, ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან სერიოზული
უთანხმოება აქვს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაიმე უკვე ტვინი წაიღეს ნეიმარით, დღეს ერთს იძახიან, ხვალ მეორეს, ზეგ სხვას და ასე შემდეგ და შემდეგ. როდის დამთავრდება სერიალები სათაურით ნეიმარის დაბრუნება არ დაბრუნება.
ვაა არ შეგვიკიკინეს?
21:24 20-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული