"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი.
"ყოველ სატრანსფერო ფანჯარას მოლოდინი ახლავს. ნეიმარისთანა ფეხბურთელები ამ მოლოდინს აღვიძებენ.
რაც ხდება, მოსაწყენს ნამდვილად ვერ უწოდებ, მაგრამ ის სხვა გუნდის ფეხბურთელია, ჩვენ კი ჩვენს საქმეზე უნდა ვიფიქროთ.
ასეთი ჭორებით ცხოვრებას მივეჩვიეთ. ჭორებს რომ ყური ვუგდოთ, თამაშს ვერ შევძლებთ.
ეს ჩვეულებრივი ამბავია და ჩემზე განსაკუთრებულად არ მოქმედებს", - ციტირებს ვალვერდეს Goal.com-ი.
ეს ჩვეულებრივი ამბავია და ჩემზე განსაკუთრებულად არ მოქმედებს", - ციტირებს ვალვერდეს Goal.com-ი.