ლა ლიგის პრეზიდენტი: პსჟ-სა და "სიტიში" ფიქრობენ, რომ ჩვენ იდიოტები ვართ

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა marca-სთან საუბარში საკმაოდ მკაცრად შეაფასა არაბული ქვეყნებიდან წამოსული ფულის გავლენა ევროპულ ფეხბურთზე.

"პსჟ-სა და "სიტის" მსგავსი კლუბები ევროპული ფეხბურთის უდიდესი პრობლემა არიან. რატომ? იმიტომ, რომ მათ უკან დგას კამპანია, რომელსაც შემოსავლები არ აინტერესებს. ტოპ-კლუბები, მაგალითად, "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი" ცდილობენ, შეეჯიბრონ მათ,  როგორც შეუძლიათ და საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნებას ახერხებენ ხოლმე.

სწორედ ამიტომ გაჩნდა სუპერლიგისა თუ სხვა რაღაც მსგავსი შეჯიბრების შექმნის იდეა, რაც საბოლოო ჯამში საფეხბურთო ინდუსტრიას ძალიან დააზიანებს. ამ ყველაფრის წყარო კი სახელმწიფოებიდან და მილიარდერთა ჯიბეებიდან
დაფინანსებული კლუბებია, რომლებიც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ ევროპული ფეხბურთისთვის.

უეფა კი საკმარისად ეფექტურად არ მუშაობს ფულის მანქანების გასაკონტროლებლად. უბრალოდ, ეს მაგალითი აიღეთ: "მილანი" ევროთასებიდან მოკვეთეს, თუმცა ჩვენ იქ პსჟ გვყავს.

მე ადრეც მითქვამს, უეფამ უნდა გადახედოს პსჟ-სთვის დაწესებულ სანქციებს. პარიზულმა კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ხოლო უეფამ გამოძიების დასასრულებლად არაფერი გააკეთა.

რაც  შეეხება "მანჩესტერ სიტის", ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ მათ რაღაცები ჩაიდინეს, თუმცა ჩვენ არაფერი ვიცით. ევროპულ ფეხბურთში ცვლილებები უკვე მომწიფდა, რადგან უკვე ეს არა მხოლოდ სპორტი, არამედ ინდუსტრიაც არის.

მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პსჟ-ის ფიქტიურად აფინანსებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კლუბს სახელმწიფო კომპანია ფლობს, დაფინანსებაც მოგონილია. ყველაზე აღმაშფოთებელი მაგალითი, რომელზეც ჩვენ მივუთითებდით, "ყატარის ტურიზმთან" გაფორმებული 50-მილიონიანი კონტრაქტია.

რა თქმა უნდა, ყატარში ამდენი ტურისტი ჩადის (იცინის). მაგალითად, ბერმუდის კუნძულები, რომლებიც ყატართან შედარებით 100-ჯერ უფრო იაფი ტურისტული ქვეყანაა და მოსახლეობაც იმდენივეა, რაც ყატარში, ტურიზმის განვითარებაში 2 მილიონ ევროს დებს.

ძალიან მაინტერესებს, პსჟ-ს რამდენი ტურისტი "ჩაჰყავს" ყატარში, რომ 50 მილიონი ევროს გადახდა ღირდეს. ამას რომ თავი დავანებოთ, პსჟ-ს აქვს კონტრაქტი ყატარის ბანკთან, რომელსაც ოფისიც კი არ აქვს და ისინი კლუბს 70 მილიონ ევროს უხდიან.

"სიტიც" იგივე ზღაპარია. წარმოიდგინეთ, არენას "ეტიჰადი" დაარქვეს და მასში სტადიონის საბაზრო ღირებულებაზე რამდენჯერმე მეტი გადაიხადეს. პსჟ-სა და "სიტიში" თვლიან, რომ დანარჩენ ევროპაში იდიოტები ვცხოვრობთ. ზუსტად ამიტომაც ვებრძვით ჩვენ მათ", - განაცხადა ხავიერ ტებასმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა არამზადობა? ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ნაყიდი ფეხბურთელები არ გინახია? რა იყო მანდ არამზადობა? არამზადობა ის უფრო იყო რასაც ლივერპული კოუტინიოს ზაფხულიდან უკეთებდა რო არ უშვებდა და რო გაექცა მერე ბრაზილიაში, ამხელა დონის გუნდმა როგორ უნდა დაიმცირო თავი ეგრე რო ფეხბურთელს შენთან თამასში არ უნდოდეს გაგექცეს და მაინც ათამაშო მერე.
barsa
27 აგვისტო 2019 16:38
0
რა არამზადობაც ბარსამ გააკეტა შუა სეზონში ლივერპულს კოუტინიო დააწერა და დემბელეს შანტაჯი მოაწყობინა ვიზე ლაპარაკობს.
jiji
27 აგვისტო 2019 11:52
11
ფაიზაღი
თორნიკე
27 აგვისტო 2019 11:49
0

სიახლეები პოპულარული