პარიზში თავდამსხმელ ნეიმარის თაობაზე პსჟ-სა და "ბარსელონას" შორის მოლაპარაკება გრძელდება.
კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსამ" 125 მილიონი ევრო, ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი და თავდამსხმელი უსმან დემბელე შესთავაზა. ამასთან, რაკიტიჩს კონტრაქტით, დემბელეს კი იჯარით დაუთმობენ.
"ბარსელონა" იმედოვნებს, რომ "პარი სენ ჟერმენი" მათ წინადადებას დათანხმდება.