ამ ინფორმაციას RMC ავრცელებს - პსჟ-მა და "ბარსელონამ" თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
მოლაპარაკებები ორი დღე მიმდინარეობდა, მაგრამ გამოცემის მტკიცებით, პარიზული კლუბი "ბარსას" შეთავაზებამ არ დააკმაყოფილა.
ბოლოს კატალონიური კლუბი "პარი სენ ჟერმენს" 125 მილიონ ევროს და ნახევარმცველ ივან რაკიტიჩსა და თავდამსხმელ უსმან დემბელეს სთავაზობდა.