ჩიჩარიტო ესპანეთში ბრუნდება

AutoSharing Option
"ვესტ ჰემის" 31 წლის მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო, სათამაშოდ ესპანეთში ბრუნდება და Sky Sports-ის ინფორმაციით, კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს.

გამოცემის მიხედვით, ჩიჩარიტო სამედიცინო შემოწმებას "სევილიაში" დღეს, 2 სექტემბერს გაივლის და მისი აყვანა ესპანურ კლუბს 9 მილიონი ევრო დაუჯდება.

ხავიერ ერნანდესი "ვესტ ჰემში" ლევერკუზენის "ბაიერიდან" 17,8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მას შემდეგ "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში მექსიკელმა 63 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჩიჩარიტო, რომლის ევროპული კარიერაც "მანჩესტერ იუნაიტედში" დაიწყო, ესპანეთში უკვე თამაშობდა. 2014/15 წლებში ის
მადრიდის "რეალში" იყო განათხოვრებული და "სამეფო კლუბის" მაისურით პრიმერა დივიზიონში 7 გოლიც გაიტანა. მექსიკელმა 1 გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც შეაგდო და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ გაიყვანა "რეალი" ლიგის ნახევარფინალში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული