ლონდონის "ვესტ ჰემის" ფეხბურთელმა ხავიერ ერნანდესმა "ფულჰემთან" (2:1) პრემიერლიგის 27-ე ტურის შეხვედრა თავი გოლით გამოიჩინა და უნიკალურ შედეგს მიაღწია.
30 წლის ფეხბურთელი პირველი მექსიკელი გახდა, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში 50 გოლი გაიტანა.
ერნანდესი "ვესტ ჰემში" 2017 წელს გადავიდა. 2010-დან 2015 წლებში ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.
მიმდინარე სეზონში ერნანდესმა პრემიერლიგაში 19 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მომზადებულია Opta Sports-ის მიხედვით