"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ თავდამსხმელების - ლეო მესისა და ნეიმარის შესახებ გააკეთა კომენტარი.
"მესის კონტრაქტი ორი წლის წინ გავუგრძელეთ. ოთხსეზონიანია და შეუძლია ან თამაშს თავი დაანებოს ან სადაც უნდა, იქ გააგრძელოს კარიერა.
ასეთივე კონტრაქტები ჰქონდათ ხავისა და ანდრეს ინიესტას. მესის გამო სანერვულოდ არ გვაქვს საქმე. არა მგონია, სხვა გუნდში თამაში სურდეს, თუმცა თავისი მომავლის არჩევა დაიმსახურა.
მესი "ბარსას" დიდი ფანია და ეჭვი არ მეპარება, 2021 წლამდე დარჩება და შემდეგაც.
რაც შეეხება ნეიმარს, ზამთარში ჩვენთან არ გადმოვა. მომავალ სეზონს იანვარ-თებერვალში ვგეგმავთ.
მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ამ საკითხს დავუბრუნდეთ", - ციტირებს ბარტომეუს კატალონიური "სპორტი".
რაც შეეხება ნეიმარს, ზამთარში ჩვენთან არ გადმოვა. მომავალ სეზონს იანვარ-თებერვალში ვგეგმავთ.