Diario Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ფეხბურთელებს იმდენად სურდათ ნეიმარის კლუბში დაბრუნება, რომ რამდენიმე მათგანმა კლუბს საკუთარი თანხის დამატება შესთავაზა, რათა კატალონიურ გრანდს პსჟ-ს მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა და ბრაზილიელი ფორვარდი მათი თანაგუნდელი გამხდარიყო.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ აღნიშნული წინადადება განხილვის გარეშე უარყო.
შეგახსენებთ, "პარის სენ ჟერმენმა" ნეიამრის სანაცვლოდ "ბარსელონას" 150 მილიონი ევრო, ივან რაკიტიჩი, ჟან-კლერ ტოდიბო და უსმან დემბელეს 1-წლიანი იჯარით დათმობა მოსთხოვა. ამ წინადადებაზე ესპანურმა კლუბმა თანხმობა არ განაცხადა.