AS: ზინედინ ზიდანმა "რეალში" გავლენა დაკარგა

AutoSharing Option
ესპანური ტაბლოიდის აზრით, მწვრთნელ ზინედინ ზიდანს "რეალში" პრობლემები შეექმნა.

AS-ის მტკიცებით, ზიდანს კლუბის სტრუქტურაში იმხელა გავლენა აღარ აქვს, როგორიც დაბრუნებისას ჰქონდა.

მიზეზი რამდენიმეა. მთავარი ისაა, რომ ზიდანის დაბრუნების შემდეგ  ჩატარებული 15 მატჩიდან "ბლანკოსმა" 6 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და ამდენივე წააგო. აგრეთვე, ზიზუს არ მოუწონეს რეგილიონის, სებალოსის და ლორენტეს გაშვება, რომლებიც ახალ კლუბებში ურიგოდ არ ირჯებინ.

გულშემატკივრებს არც პსჟ-ში მეკარე კეილორ ნავასის გაყიდვა მოეწონათ.

"ატლეტიკოსთან" 3:7 დამარცხება ქომაგებმა მტკივნეულად აღიქვეს და მიაჩნიათ, რომ თავდამსხმელი ვინისიუსი სწორედ ზიდანის გამო ვერ პროგრესირებს.

დაბოლოს, ფანები უკმაყოფილებას გამოხატავენ შემადგენლობისა და ტაქტიკის მუდმივი როტაციის გამო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზიზუ მოხოდავს ნელნელა გუნდს მე მჯერა ამის ლა ლიგას დადებს თან შეიძლება სამჯელ როგორც ეს ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა.
ფენომენო
13:51 13-09-2019
3

სიახლეები პოპულარული