"ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ ნახევარმცველ ანსუ ფატიზე ისაუბრა.
"ფატი მომწონს და შევეცდები, დავეხმარო. ფანტასტიკურია და წარმატების მისაღწევად ყველა მონაცემი აქვს. მინდა, ისევე, როგორც ჩემი, მისი კარიერაც თანდათანობით განვითარდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ მხოლოდ 16 წლისაა.
თავის დროზე მე რონალდინიო და რაიკაარდი დამეხმარნენ. მაშინ მწვრთნელმა რამდენჯერმე არ მათამაშა და ძალიან გავბრაზდი. ახლა კი ყველაფერს ვხვდები და მისი ძალიან მადლობელი ვარ", - ციტირებს მესის კლუბის საიტი.