ოქტომბერსა და ნოემბერში ბრაზილიაში მსოფლიოს 17-წლმდელთა ჩემპიონატი ჩატარდება და ესპანელები სასწრაფოდ ცდილობენ, "ბარსელონას" ნახევარმცველ ანსუ ფატის მათი ქვეყნის მოქალაქეობა მიაღებინონ.
ფატი ბისაუ-გვინეაშია დაბადებული, მის მამას კი უნდა, ანსუმ პორტუგალიის ნაკრებში იასპარეზოს.
მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს "ბარსა" "რეალს" ხვდება და არ აწყობს ფატის არყოფნა. ამიტომ უნდა, არა 17-წლამდელებში, არამედ ახალგაზრდულ ნაკრებში იხმონ, რომელსაც მატჩები პირველი ნაკრებების თამაშებისას აქვს.