ჟოზე მოურინიომ "რეალის" გამო 5 კლუბი უარით გაისტუმრა

AutoSharing Option
დროებით უმუშევარმა ჟოზე მოურინიომ რამდენიმე დღის წინ კი თქვა, რომ "რეალის" მწვრთნელობას არ აპირებს, მაგრამ მთლად მასეც არ ყოფილა საქმე.

Goal.com-ის ცნობით, მოურინიოს "რეალში" დაბრუნება უნდა და ამიტომ მაისიდან დღემდე "მილანის", "მონაკოს", "ლილის", "ვოლფსბურგის" და "შალკეს" წინადადებები უარყო.

გამოცემის მტკიცებით, ამავე პერიოდში ის პსჟ-ის, "იუვენტუსის" და "ბაიერნის" სიტუაციას აკვირდებოდა.

აგრეთვე, პორტუგალიელი მზად იყო, "ტოტენჰემს" ჩადგომოდა სათავეში, რამეთუ თვლიდა, რომ მისი მენეჯერი მაურისიო პოჩეტინიო "ბლანკოსში" გადაბარგდებოდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მილანში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
08:02 28-09-2019
1
ეგ ღა აკლია კიდევ მილანს ბოლომდის ბედნიერებისთვის....მფლობელი არ ყავს არც მწვრთნელი კარგი ფეხბურთელების დეფიციტი ხომ აქვს და აქვს ....მაგრამ ასე თუ ისე რაღაც ფეხბურთს თამაშობს ....ეგ რომ მოვიდეს რაც არის იმასაც მოკლავს და ჩააყენებს ავტობუსს ტრამვაის ელექტრიჩკას რა ვი ყველას დაცვაში და ვუყუროთ მერე საცოდაობას ფეხბურთის მაგივრად ...!!! მაგის ანტიფეხბურთით არანაირი ტიტული და მიღწევა არ უნდა უნდოდეს რომელიმე თავმოყვარე კლუბს და თან ფინანსურადაც ხომ დაქცევაა ...
არა რა
15:13 28-09-2019
1

სიახლეები პოპულარული