ჟოზე მოურინიო: "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დამსახურებულად გამათავისუფლეს, მაგრამ ახლა უარეს დღეშია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ის ადამიანი არ ვარ, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" პრობლემების შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია. კლუბში ორი სეზონი გავატარე და ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა.

მაშინ მივხვდი, რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით, მაგრამ მესამე სეზონი კარგი ნამდვილად არ გვქონდა.

დამსახურებულად გამათავისუფლეს, რადგან მთავარი მწვრთნელი ვიყავი და შედეგზე პასუხისმგებლობა ჩემზე იყო. თუმცა ძალიან დამწუხრებული ვარ, როცა ვხედავ, რომ ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე ჩემს დროს.

ვიღაცა ფიქრობს, რომ ეს
სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ეს ასე არაა", - თქვა მოურინიომ Sky Sports-თან.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" 6 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში 8 ქულით მერვე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული