28 სექტემბერს, ლა ლიგას მე-7 ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ხეტაფე" 2:0 დაამარცხა.
"ბარსამ" ტრავმირებული მესის, ფატის და დემბელეს გარეშე ითამაშა და მაინც უპრობლემოდ იმარჯვა.
შესვენების წინ ანგარიში სუარესმა გახსნა, შესვენების შემდეგ კი მეტოქე ფირპომ დამწუხრა, რომელმაც კატალონიურ გუნდში პირველად გაიტანა.
სუარესმა სორიას კარი ტერ შტეგენის პასის შემდეგ დალაშქრა. გერმანელი ამ საუკუნეში "ბარსას" პირველი მეკარეა, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა.
ხეტაფე. "კოლიზეუმ ალფონსო პერესი". 15 135 მაყურებელი
ხეტაფე - ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 სუარესი (41), 0:2 ფირპო (49)
გაძევება: ლანგლე (82)
ხეტაფე: სორია, ნიომი (კენედი 46), დ. სუარესი, ბრუნო, დაკომანი, კუკურელა, ჯეისონი (პორტილიო 72), მაკსიმოვიჩი, არამბარი, ანხელი, მატა (მოლინა 58)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, რობერტო, ლანგლე, ფირპო, ბუსკეტსი (რაკიტიჩი 80), არტური, დე იონგი, ლ. სუარესი, გრიზმანი (სემედო 75), პერესი (ტოლიდო 86)