"სევილიასთან" გაძევებულმა უსმან დემბელემ შეიძლება "რეალთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
"სევილიასთან" მატჩის 87-ე წუთზე მსაჯმა ანტონიო მიგელ მატეუ ლაოსმა "ბარსელონას" მცველი რონალდ არაუხო გააძევა, რამაც მისი თანაგუნდელის, უსმან დემბელეს უკმაყოფილება გამოიწვია და არბიტრმა მასაც წითელი ბარათი უჩვენა.

"მარკას" ცნობით, დემბელემ ლაოსს უთხრა, რომ ძალიან ცუდად მსაჯობდა. თან უსმანი აქტიურად ჟესტიკულირებდა.

დემბელე თავის გუნდს შემდეგ ტურში "ეიბართან" ვერ დაეხმარება და არაა გამორიცხული, ორმატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დასაჯონ - ასეთ შემთხვევაში ის 26 ოქტომბერს ჩასატარებელ ელ კლასიკოს გამოტოვებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული