"ბარსელნას" ფორვარდმა უსმან დემბელემ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ფრანგი "სევილიასთან" (4:0) ლა ლიგის მე-8 ტურის მატჩში გააძევეს, მიზეზი კი მსაჯის მიერ რონალდო არაუჰოს გაძევების გადაწყვეტილების მიმართ უკმაყოფილება იყო.
დემბელემ მსაჯს, ანტონიო მიგელ მატეუ ლაოსუს უთხრა, რომ "ის ძალიან ცუდია" და ეს რამდენჯერმე გაიმეორა.
გამომდინარე აქედან, 22 წლის ფორვარდი "ეიბართან" და მადრიდის "რეალთან" ვერ ითამაშებს.
მომზადებულია rfef.es-ის მიხედვით