"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ განაცხადა, რომ "რეალზე" ალერგია აქვს.
"თუ მისტვენენ, უკეთ ვთამაშობ. ეს მოტივაციას მძენს, რადგან ჩემი კარგი თამაში მათ აღიზიანებთ.
"რეალის" მაისურა არასოდეს ჩამიცვამს. იყო შემთხვევები, როდესაც "რეალის" ფეხბურთელებს მაისურა გავუცვალე, მაგრამ არასოდეს ჩამიცვამს.
რატომ? "რეალზე" ალერგია მაქვს", - ციტირებს პიკეს კატალონიური "სპორტი".
პიკე "ბარსას" აღზრდილია, მის ღირსებას 11 წელია იცავს და ლა ლიგის 318 მატჩში 28 გოლი გაიტანა.
ჟერარდ პიკე: სეზონის დასასრულს დამარცხებას, ახლა წაგება სჯობია
მტრები თუ მეგობრები? - სერხიო რამოსმა ქორწილში ჟერარდ პიკე დაპატიჟა