ჟერარდ პიკე: სეზონის დასასრულს დამარცხებას, ახლა წაგება სჯობია

AutoSharing Option
ლა ლიგას პირველ ტურში "ბილბაოსთან" 0:1 წაგება "ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ ასე ახსნა:

"ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულია. მეტოქემ თავიდანვე ძლიერ პრესინგს მიმართა, ფიზიკურად უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა მეორე ტაიმში ამ მხრივ ცოტა გაუჭირდა.

ბოლოს და ბოლოს მოგება და წაგება დეტალებია. სეზონის დასასრულს დამარცხებას, ახლა წაგება სჯობია.

რაც შეეხება მარცხის მიზეზებს, პირველი შეხვედრა გვქონდა, ახალი ფეხბურთელები გვყავს... ხანდახან ემზადები, მაგრამ ყველაფერი სასურველად არ გამოგდის, - განუცხადა პიკემ As-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული