ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა რეაგირება მოახდინა "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის ნათქვამზე, რომ საგადასახადო პრობლემების გამო გუნდის დატოვებას აპირებდა.
"საბედნიეროდ, ის არ წავიდა. მაშინ რომ ეთქვა, წასვლას ვაპირებო, მე ძალიან გავნერვიულდებოდი.
მე ლეოსი მადლობელი ვარ. იმედია, ცუდი დროება არ განმეორდება. მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. მჯერა, ის ჩვენს ლიგაში დარჩენით ბედნიერი იქნება", - განუცხადა ტებასმა კატალონიურ "სპორტს".