კარიმ ბენზემა: მალე "რეალი" ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებს

AutoSharing Option

თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ემოციები გამოხატა მას შემდეგ, რაც გულშემატკივრებმა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"პრიზის ქომაგებისგან მიღება ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენ ხომ მათთვის ვთამაშობთ, ასე რომ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ.

თანდათან გუნდი უმატებს და მალე ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშებთ, რაც ყოველი მატჩის მოგების საშუალებას მოგვცემს.

ფეხბურთში ადვილი შეხვედრები არ არსებობს. ოქტომბერი "რეალისთვის" მნიშვნელოვანი თვეა, რადგან ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა. 3 მეტად მძიმე მატჩი გველის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ", - ციტირებს ბენზემას კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისემც შენ რა გითხარით.
1

სიახლეები პოპულარული