ელ კლასიკო შეიძლება გადაიდოს

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, კატალონიაში რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო შესაძლოა, 26 ოქტომბერს ჩასატარებელი ელ კლასიკო გადაიდოს.

გამოცემის მტკიცებით, არაა გამორიცხული, ლა ლიგის მე-10 ტურის მატჩი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 18 დეკემბერს გაიმართოს.

გუნდები პირველი წრის შეხვედრის მადრიდში ჩატარებას არ დათანხმდნენ. პრიმერას და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას არ სურთ ასეთ დაძაბულ მომენტში კლასიკოს ბარსელონაში ჩატარება.

თამაშის დეკემბერში გამართვას ორივე კლუბი მხარს უჭერს, თუმცა "ბარსას" ოქტომბერში თამაში ურჩევნია.

ამ საკითხზე გადაწყვეტილებას საშეჯიბრო კომიტეტი ორშაბათამდე მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯობია გადაიდოს. ეგება გვეშველოს და მადრიდის ხელმძღვანელობა, მანამდე გონს მოეგოს და გაანთავისუფლონ კატალონიის ლიდერები. ეხლა არაფრით არ შეიძლება ელ კლასიკოს ჩატარება იმიტომ, რომ ფეხბურთელებიც დაძაბულები იქნებიან.
მირზა
11:20 17-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული