"მარკას" ცნობით, კატალონიაში რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო შესაძლოა, 26 ოქტომბერს ჩასატარებელი ელ კლასიკო გადაიდოს.
გამოცემის მტკიცებით, არაა გამორიცხული, ლა ლიგის მე-10 ტურის მატჩი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 18 დეკემბერს გაიმართოს.
გუნდები პირველი წრის შეხვედრის მადრიდში ჩატარებას არ დათანხმდნენ. პრიმერას და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას არ სურთ ასეთ დაძაბულ მომენტში კლასიკოს ბარსელონაში ჩატარება.
თამაშის დეკემბერში გამართვას ორივე კლუბი მხარს უჭერს, თუმცა "ბარსას" ოქტომბერში თამაში ურჩევნია.
ამ საკითხზე გადაწყვეტილებას საშეჯიბრო კომიტეტი ორშაბათამდე მიიღებს.