"ვილიარეალის" ნახევარმცველ ანდრე-ფრანკ ზამბოს სახლი გაქურდეს, - იტყობინება Mediterraneo.
ქურდებმა სახლიდან 100 ათასი ევროს ნივთები წაიღეს. აღსანიშნავია, რომ ბოროტმოქმედებმა 2019 წლის აპრილშიც გაძარცვეს მისი სახლი. მაშინ სახლში ცოლი და ბავშვები იმყოფებოდნენ, რომლებიც მძარცველებმა დააბეს და ბინა გაქურდეს.
ზამბო მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომლის სახლი ესპანეთში 2019 წელს გაქურდეს. ადრე რამიტო ფუნეს მორის, ესეკიელ გარაის, გაბრიელ პაულისტას და ჟოფრე კონგდობიას სახლები გაქურდეს.