ბეილის მოთხოვნით, "რეალმა" უელსელის ტრავმის შესახებ რეპორტი დამალა

AutoSharing Option
როგორც elchiringuitotv იტყობინება, მადრიდის "რეალმა" გარეთ ბეილის ტრავმის შესახებ მიღებული რეპორტი არ გამოაქვეყნა და ეს გარეთ ბეილის მოთხოვნით გააკეთა.

სხვა შემთხვევებში, როცა უელსელ შემტევს ტრავმა ჰქონდა, მადრიდული გრანდი ყოველთვის აქვეყნებდა რეპორტს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ მოხდა. თუმცა, უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ სურდა ბეილს ამ ინფორმაციის გავრცელება.

ჟურნალისტ ედუ აგირეს მიხედვით, ბეილს კუნთის ტრავმა აქვს და მოედანს 2 ნოემბერს, "ბეტისთან" გასამართ მატჩში დაუბრუნდება. ბეილმა ლა ლიგის წლევანდელ სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული