"ატლეტიკომ" "ალავესთან" გამარჯვება და გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-11 ტურში "ალავესისა" და "ატლეტიკოს" მატჩი 1:1 დასრულდა.

მასპინძლებმა არაფერი დაუთმეს მრისხანე და რთულ მეტოქეს და დამსახურებული ქულა მოიპოვეს.

სტუმრები შეცვლაზე შესულმა ალვარო მორატამ დააწინაურა (მან "ატლეტიკოში" პირველად გაიტანა ზედიზედ 3 შეხვედრაში), ანგარიში კი ლუკას პერესმა გაათანაბრა.

არადა, გამარჯვების შემთხვევაში "ატლეტიკოს" გალიდერება შეეძლო, ახლა კი 20 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა და 2 ნოემბერს სტუმრად "სევილიას" შეხვდება.

დიეგო სიმეონეს გუნდი ჩემპიონატის ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია.

ვიტორია-გაშტეიზი. "მენდისოროსა". 17 235 მაყურებელი
ალავესი - ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 მორატა (70),
1:1 პერესი (83)

ალავესი: პაჩეკო, დუარტე, მაგალიანი, ლაგუარდია, აგირეგა, როხა (პონსიი 68), ვაკასო (ბერკი 75), გარსია, ვიდალი, პერესი, ხოსელუ (პინა 88)

ატლეტიკო: ობლაკი, ლოდი, ერმოსო, ფელიპე, არიასი, ლემარი, ტომასი, ერერა (მორატა 60) , საული, კორეა, დიეგო კოსტა (კოკე 70)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული