ანტუან გრიზმანი: "ბარსელონაში" თამაში ადვილი არაა, გუნდის ნდობა უნდა მოვიპოვო

AutoSharing Option
"ბარსელონაში" მადრიდის "ატლეტიკოდან" წელს გადაბარგებულმა ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ფრანგულ Téléfoot-თან საუბარში კატალონიურ გრანდში მის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"არ არის ადვილი "ბარსელონაში" თამაში. ახალი კლუბია ჩემთვის, განსხვავებული, უცხო ტაქტიკა. თუმცა, ვამაყობ იმით, სადაც ვარ და ბევრ მუშაობას ვაპირებ. მჯერა საკუთარი თავის. ახლა გუნდის ნდობაც უნდა მოვიპოვო და მე მზად ვიქნები.

ისეთი სტილის ფეხბურთელი ვარ, რომელიც ბევრს მოძრაობს და საკუთარი მოძრაობით თანაგუნდელებს ვეხმარები. თუ გავიტან, ძალიან კარგია, თუმცა ეს პირველი არაა, რაც თავში მომდის. 3 ქულას თუ მოვიპოვებთ, მე საკუთარი თავითაც ბედნიერი
ვარ", - აღნიშნა ფრანგმა ფეხბურთელმა.

ანტუან გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ მხოლოდ ლა ლიგაში მოახერხა გოლების გატანა - თავი 4-ჯერ გამოიჩინა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული