
თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა "ბარსელონაში" ადაპტაციაზე ისაუბრა.
"ჩემთვის ცენტრთან ახლოს თამაში უფრო ხელსაყრელია, მოედანზე ორიენტირება მიადვილდება.
ამ პოზიციაზე მრავალი წელი ვთამაშობდი, ახლა კი ადაპტირება მჭირდება. ბევრს ვსწავლობ. თუმცა, ვიცოდი, "ბარსელონაში" გამიჭირდებოდა", - ციტირებს გრიზმანს კატალონიური "სპორტი".
გრიზმანმა ლა ლიგაზე ამ სეზონში 11 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.