Cadena Cope-ს ცნობით, მწვრთნელი ლუის ენრიკე შესაძლოა, ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს.
გამოცემის მტკიცებით, ენრიკე ევროპირველობის წინ ისევ ჩაიბარებს "ფურია როხას", რობერტ მორენო კი კვლავ მისი თანაშემწე გახდება.
ენრიკეს დაბრუნებას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
ენრიკემ ნაკრების თავკაცის პოსტი ქალიშვილის ავადმყოფობის გამო დატოვა, რომელიც ამა წლის სექტემბერში გარდაიცვალა.
"თუ ის ოდესმე მოისურვებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებას, სიხარულით დავუთმობ"
საზარელი ამბავი - "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელის 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა