okdiario-ს ჟურნალისტი ედუარდო ინდა იტყობინება, რომ პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეს დედამ "რეალთან" აწარმოა მოლაპარაკება.
გამოცემის ცნობით, მბაპეს დედამ, რომელიც მეუღლესთან ერთად წარმართავს კილიანის საქმეებს, "რეალის" წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მისი შვილი პსჟ-სთან 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს.
"რეალი" მბაპეს გადაბირებას სეზონის დასრულებისთანავე შეეცდება და ამისათვის მზადაა, სოლიდური თანხაც გადაიხადოს.
Transfermarkt-ის მონაცემებით, კილიანის სატრანსფერო ფასი 200 მილიონი ევროა.