
"გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს შემაწუხებელი და გამაღიზიანებელია, თან პირველად არ ხდება. კილიანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ახლა არ არის დრო მისი დესტაბილიზაციისათვის.
მბაპეს ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 2-წლინახევრით აკავშირებს. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ იმაზე საუბრისაგან, თუ რა არის მისი ოცნება", - განაცხადა ბრაზილიელმა.
მადრიდის "რეალი" და პსჟ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე 26 ნოემბერს შეხვდებიან. მბაპემ
გუშინ, 6 ნოემბერს, "ბრიუგეს" წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია.