პსჟ ანტუან გრიზმანს კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილავს

AutoSharing Option
FourFourTwo-ს ცნობით, პსჟ "ბარსელონას" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის სამსახურით დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, პსჟ გრიზმანის შეძენას იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ ფორვარდი კილიან მბაპე გუნდს დატოვებს. ვარაუდობენ, რომ ის "პარი სენ ჟერმენს" იდეალურად მოერგება და მაურო იკარდისთან და ნეიმართან ერთად კარგად ითამაშებს.

თუმცა პარიზული კლუბი მბაპეს დიდხანს შენარჩუნებას გეგმავს. მბაპეს გადაბირებას "რეალი" ეცდება და ამიტომ პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო მას ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" მზადაა მბაპეს ტრანსფერში 300 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული