23 ნოემბერს "ბარსელონა" ლა ლიგის მე-13 ტურში "ლეგანესს" შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა მე-12 წუთზე გახსნეს. მესას პასის შემდეგ ენ ნესირიმ საჯარიმოში ბურთი გაისწორა მარჯვენა კუთხიდან ეფექტური გოლი გაიტანა.
53-ე წუთზე საჯარიმოდან მესის ჩაწოდებულ ბურთს სუარესმა თავურით მეტოქე გუნდის კარის ბადეში მიუძინა ადგილი და ანგარიში გაათანბრა. 57-ე წუთზე "ბარსას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ ანტუან გრიზმანის ნაცვლად მოედანზე არტურო ვიდალი შეუშვა. ცვლილებამ შედეგი გამოიღო და 81-ე წუთზე ჩილელს საჯარიმოში კუთხურის შემდეგ წარმოქნილი არეულობის შედაგ ბურთი მიუვიდა და "ბარსელონა" დააწინაურა.
ამ გამარჯვების შემდეგ "ბარსელონას" 28 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის სათავეშია.