Mundo Deportivo: ლიონელ მესი "ბარსელონას" 2021 წელს დატოვებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი არ აპირებს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას.

Mundo Deportivo-ს მიხედვით, 32 წლის არგენტინელმა გადაწყვიტა, კლუბი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვოს, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

ესპანური მედია ამტკიცებს, რომ მესის საკუთარი ოცნების ასრულება სურს - არგენტინულ "ნიუელზ ოლდ ბოიში" დაასრულოს კარიერა.

მესი "ბარსელონას" სტრუქტურაში 2000 წლიდან იმყოფება. პირველ გუნდში მას დებიუტი 2003 წელს ჰქონდა. "ბარსელონას" მაისურით მან 34 ტიტული მოიგო. გარდა ამისა, მესი 5 "ოქროს ბურთის" მფლობელია და დიდი ალბათობით, მეექვსესაც მოიგებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მესი, რომ წავა ვიღას უნდა ვუყურო, ფეხბურთი ამ ლეგენდა გენიოსმა შემაყვარა თავისი ლამაზი თამაშებით. ალბათ მერე გამინელდება ფეხბურთის მიმართ აზარტი. მესი შე მხეცო და მაგარო.
გოჩა
27 ნოემბერი 2019 17:04
3
"დიდი ალბათობით მეექვსესაც მოიგებს" - keep dreaming
Scouser
27 ნოემბერი 2019 17:15
15
არცერთი ინგლისურენოვანი ფეხბურთელი არ დგას ახლოს მესის გენიასთან. არც არასდროს არ მდგარა და არც იდგება. Keep dreaming. მალვინასსაც აახევს არგენტინა.
Killshot18X.
27 ნოემბერი 2019 23:19
1
კი ეგრეა. მესი და რონალდო რომ წავლენ ვის უნდა უყურო
ივან
27 ნოემბერი 2019 21:37
1

სიახლეები პოპულარული