მე მოგიყვებით ფაქტებს - რობერტო მორენო ლუის ენრიკეს განცხადებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მორენომ ლუის ენრიკეს დაბრუნებასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა და ენრიკეს სიტყვებს გამოეხმაურა.

"ბოდიშს ვიხდი, რომ ეს ასე სწრაფად ხდება. უბრალოდ არ მინდოდა, რომ დიდი დრო გასულიყო. ეს უსიამოვნო მომენტია ჩემთვის და არ მინდოდა, რომ ასეთი რამ მომხდარიყო. არ მინდოდა პრესკონფერენციის მოწყობა, რადგან არ მიყვარს მსგავსი რამეები. მე მოგიყვებით ფაქტებს, რადგან ზოგი დეტალი არ არის ნახსენები.

არავინ იცოდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ენრიკეს ცხოვრებისეული სიტუაცია, თუმცა ყველაფერი შეთანხმებული იყო. 12 სექტემბრის შეხვედრამდე, მან მითხრა, რომ ისე მოვიქეცი,
როგორც უნდა მოვქცეულიყავი და ამის გამო ჩემით ამაყობს. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა (ენრიკეს ქალიშვილი გარდაეცვალა) და ერთი კვირის შემდეგ მასთან მივედი და მხარი დავუჭირე.

იმ შეხვედრაზე იმას ვამბობდი, რასაც სახალხოდ ვამბობდი: ნებისმიერ მომენტში სიამოვნებით გავდგები განზე.

ჩემდა გასაკვირად, მან მიპასუხა: "კარგი, მაგრამ შენ არ იმუშავებ ჩემთან. შტაბის სხვა წევრები იქნებიან, მაგრამ შენ არა". ვცდილობდი გამეგო, რა გავაკეთე არასწორად და რატომ არ შეეძლო ენრიკეს ჩემი იმედი ჰქონოდა.

მე ფაქტებზე ვამბობ. 9 წლის წინ ენრიკესთან დავიწყე მუშაობა "ბარსელონა B"-ში. "რომაში" ერთად ვიყავით და შემდეგ "სელტაში". ეს წარმატებული წლები იყო. შემდეგ კი მან არ მოისურვა მუშაობის გაგრძელება და თქვა, რომ აღარ გაწვრთნიდა. ჩვენ კი ვუპასუხეთ, რომ მას დაველოდებოდით.

დღემდე არ ვიცი, რატომ არ სურს ჩემთან მუშაობა და არ ვიცი, მეტყვის თუ არა ოდესმე ამის შესახებ. მისმა ახლანდელმა გამოსვლამ ვერაფერი ცხადყო და თან ჩემი მისამართით ისეთ სიტყვებს ამბობდა, რომლებიც არ დავიმსახურე. მე პირველი ვარ, ვისაც გაუხარდა ენრიკეს დაბრუნება და რომ მისი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. მართლა მინდა მწვრთნელად ვიმუშაო და ამის იმედი მაქვს", - თქვა მორენომ.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ თავის განაცხადებაში თქვა, რომ რობერტო მორენომ უთხრა, თითქოს მას სურდა ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელობა და შემდეგ სურვილის შემთხვევაში მისი ასისტენტი გახდებოდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული