"ბარსელონას" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა გუნდში თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"რამდენიმე მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია და ამის გამო იმედგაცრუებული ვარ. ობიექტური უნდა იყო და ყოველდღიური ცხოვრებით იცხოვრო.
დეკემბრის ან სეზონის ბოლოს თუ ვერ ვიგრძენი, რომ საჭირო ვარ, მომიწევს გადაწყვეტილების მიღება და სხვა გუნდის მოძებნა, სადაც თავს კვლავ მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვიგრძნობ", - განუცხადა ვიდალმა As-ს.
ვიდალმა ამ სეზონში ლა ლიგას 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა.