კირან ტრიპიერი: მესის წინააღმდეგ თამაში უცნაურია... დადის, დადის და უცებ გოლს გაიტანს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მცველმა კირან ტრიპიერმა "ბარსელონასთან" მატჩამდე ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"მესის წინააღმდეგ თამაში უცნაურია. მატჩის დიდ ნაწილს ის უბრალოდ დადის. შეხედავ ასე ოთხჯერ მაინც და ის ისევ იმ ადგილზეა. დადის, დადის და უცებ გოლს გაიტანს. მესი ძალიან კარგია თუნდაც მცირე თავისიფალი ზონის გამოყენების დროს. სანამ "ბარსელონა" სამ პასს გააკეთებს, მან იცის საბოლოოდ სად იქნება ბურთი. უბრალოდ გასაოცარია, რამდენად ჭკვიანია ის. მაშინაც კი, როცა ის ჩვეულებრივად დადის მოედანზე, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია", - ციტირებს ტრიპიერის The
Athletic.

შეგახსენებთ, რომ ატლეტიკო-ბარსელონას მატჩი პირველ დეკემბერს გაიმართება. რაც შეეხება მესისმ მან მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კირან/// მესის ფენომენს, შენ კი არა ვერავინ გაიგებს. მართლაც საოცარია ან როგორ ხედავს მოედნის სივრცეს და როგორ მიუგორებს თანაგუნდელს ზუსტ პასებს, რომ მარტო ერთი ფეხის დარტყმა უნდა და ბურთი უკვე კარშია. ჯარიმებს როგორ ურტყავს? პირდაპირ ცხრიანში, ან თვითონ გოლები, რომ გააქვს ამას დავარქმევ პატარა მინი შოუებს.
!!!!!!
20:42 30-11-2019
2

სიახლეები პოპულარული