ექს-ბარსელონელმა ემანუელ პეტიმ კატალონიური გუნდი რასიზმში დაადანაშაულა, მას კი პასუხი ამავე გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ხერარდ ლოპესმა გასცა.
"რაც მან ილაპარაკა, ძალიან სერიოზულია. არ შეიძლება მთელი გასახდელი რასიზმში დაადანაშაულო, როდესაც ეს ასე არ იყო.
პეტი ჩვენთან მოვიდა და ეგონა, კაპიტანი გახდებოდა. ვფიქრობ, სათადარიგოობას ვერ შეეგუა. მისმა ნათქვამმა არ გამაკვირვა, რადგან ექსცენტრული საქციელით გამოირჩეოდა.
"ბარსელონამ" შეიძლება კატალანური ენის სწავლა გირჩიოს, რათა ყველასთან ურთიერთობა უკეთესად დაამყარო და მეტი არაფერი. ჩემი აზრით, კარგი რეკიმენდაციაა. პეტიმ კი ესპანურის ან კატალანურის სწავლა არ მოისურვა.
პეტისთან კარგი
ურთიერთობა მაქვს. პროფესიონალი ფეხბურთელი, მაგრამ უცნაური ბიჭი იყო. გუნდში გაშინაურებას არ ცდილობდა", - განუცხადა ხერარდმა "მუნდო დეპორტივოს".
პეტი ჩვენთან მოვიდა და ეგონა, კაპიტანი გახდებოდა. ვფიქრობ, სათადარიგოობას ვერ შეეგუა. მისმა ნათქვამმა არ გამაკვირვა, რადგან ექსცენტრული საქციელით გამოირჩეოდა.
"ბარსელონამ" შეიძლება კატალანური ენის სწავლა გირჩიოს, რათა ყველასთან ურთიერთობა უკეთესად დაამყარო და მეტი არაფერი. ჩემი აზრით, კარგი რეკიმენდაციაა. პეტიმ კი ესპანურის ან კატალანურის სწავლა არ მოისურვა.
პეტისთან კარგი
პეტი "ბარსელონაში" 2000-2001 წლებში თამაშობდა, ხოლო ხერარდ ლოპესი - 2000-2005 წლებში.