ფრანგი ლეგენდა: შეიძლება ეს შოკისმომგვრელია, თუმცა "ბარსას" გასახდელში რასიზმის მსხვერპლი ვიყავი

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიმ გაანცხადა, რომ "ბლაუგრანას" გასახდელში რასიზმის მსხვერპლი თვითონაც იყო.

"მე რასიზმის მსხვერპლი ვიყავი, თუმცა ამ ყველაფერს "ბარსელონას" გასახდელში ვტოვებდი. შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს, თუმცა ეს ადრეც ხდებოდა და ახლაც ხდება, ზოგიერთი ფეხბურთელის შემთხვევაში ძალიან ხშირად.

საერთოდ, "ბარსელონაში" ცუდ დროს მივედი. იმ პერიოდის გასახდელში კატალონიელ და ნიდერლანდელ ფეხბურთელებს შორის ომი მიმდინარეობდა.

ჩვენი მწვრთნელი ლორენცო სერა ფერერი იყო. მას გუნდის სამართავად არც საკმარისი ძალა და არც საჭირო ქარიზმა ჰქონდა.

ნაციონალიზმი ძალიან ახლოს არის რასიზმთან. როცა იქ
ჩავედი მითხრეს, რომ არ მესწავლა ესპანური, არამედ კატალონიურ ენას უნდა დავუფლებოდი.

მე ვთქვი, რომ ესპანეთში ვიყავი, მათ კი მიპასუხეს რომ არა, მე კატალონიაში გახლდით. ასეთი რამეები ყელში ამომივიდა. როცა ადამიანები იდენტობით ზედმეტად პოზიციონერობენ, ისინი რასისტობასთან ძალიან ახლოს არიან,"- უთხრა პეტიმ RMC Sport.

1998 წლის მსოფლიო თასის ფინალში გოლის ავტორმა ემანუელ პეტიმ "ბარსელონაში" მხოლოდ 1 სეზონი გაატარა - 2000-01 წლებში და "ჩელსის" მიაშურა, სადაც 3 წელში დაასრულა კიდეც კარიერა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული