"აიაქსის" 22 წლის ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი შეიძლება "რეალში" გადავიდეს.
ნიდერლანდური "ტელეგრაფის" ცნობით, "რეალი" მზადაა ვან დე ბეკის ტრანსფერში 55 მილიონი ევრო გადაიხადოს.
თავად ვან დე ბეკსაც უნდა კარიერის "ბლანკოსში" გაგრძელება და "ტოტენჰემის" წინადადება უარყო.
ამ სეზონში მან 13 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.