"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ "მანჩესტერ სიტის" მენეჯერ პეპ გვარდიოლას შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი.
"ეს ჩემზე დამოკიდებული არ არის.
სწორედ მან მიიღო წასვლის გადაწყვეტილება, მაგრამ "ბარსელონას" კარი მისთვის ყოველთვის ღიაა", - განუცხადა ბარტომეუმ "რეპუბლიკას".
"ბარსას" მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.
გვარდიოლა კატალონიურ გუნდს 2008-12 წლებში ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით სამჯერ მოიგო პრიმერა, ორჯერ თასი, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგა.