ქარიმ ბენზემა ლიონელ მესის ბომბარდირთა დავაში დაეწია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" "ვალენსიასთან" ბოლო წუთზე გატანილი გოლით 1 ქულა მოიპოვა და ლა ლიგაში "ბარსელონას" გაუთანაბრდა, ხოლო ქარიმ ბენზემა კი აღნიშნული გოლით ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა სიაში ლიონელ მესის დაეწია.

ბენზემასთვის "ვალენსიას" კარში გატანილი გოლი სეზონში მე-12 იყო. ასევე 12 გოლი აქვს გატანილი 6 "ოქროს ბურთის" მფლობელ ლიონელ მესის. ორივე ფეხბურთელმა პენალტიდან 2-2 გოლი შეაგდო, თავისი გუნდიდან პირველი გოლი კი ბენზემამ 8-ჯერ გაიტანა, მესიმ მხოლოდ 3-ჯერ.

ზეგ, 18 დეკემბერს გასამართ "ელ კლასიკოში" შეიძლება როგორც ჩემპიონატის ლიდერი, ისე ბომბარდირთა სიის პირველადგილოსანიც
შეიცვალოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბენზემას ბომბარდირობა არ გაიშვას რაც მაგ ბურთებს მაზავს.ხოდა კლასიკოში გაირჭობს ორს-ან-სამს და ვეღარც დაეწევა მერე
თემური
23:04 16-12-2019
0
ანეგდოტია ამ სტატიის სათაური
barsa
15:35 16-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული