ლა ლიგის მე-10 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის "ნოუ კამპზე" ნულოვანი ფრით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დაწყებიდანვე კატალონიელთა ფანები "სამეფო გუნდის" კაპიტან სერხიო რამოსს ობსტრუქციას უწყობდნენ.
ერთ-ერთ ეპიზოდში კი "ბლაუგრანას" მცველმა ჟერარდ პიკემ თავისი გუნდის ფანებს ხელით ანიშნა, რომ რამოსის მიმართ ობსტრუქცია შეეწყვიტათ.
აღსანიშნავია, რომ რამოსი პიკეს პირველად არ დაუცვია. 2018 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც "ბარსელონამ" ხულენ ლოპეტეგის "რეალს" სახლში 5:1 მოუგო, მან ზუსტად მსგავს საქციელს მიმართა.