ედინსონ კავანიმ ესპანურ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
სხვადასხვა სპორტული გამოცემის მიხედვით, პსჟ-ის ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი ძალიან ახლოსაა მადრიდის "ატლეტიკოში" გადასვლასთან.

წყაროების მიხედვით, 32 წლის ფორვარდმა უკვე შეთანხმა 3-წლიანი კონტრაქტი მადრიდელებთან. თუმცა გარიგების განხორციელებისათვის "ატლეტიკოს" რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს, რათა ხელფასების მაქსიმალურ ზღვარს არ ასცდეს.

ამასთანავე, კლუბებიც არ შეთანხმებულან ერთმანეთთან კავანის ტრანსფერის თაობაზე. ურუგვაელს ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება 2020 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული