ჟოაო ფელიქსი: როდესაც კონტრაქტი გავაფორმე, გამიკვირდა: "ნახე, 126 მილიონი ვღირვარ!"

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ჟოაო ფელიქსმა "ატლეტიკოში" ადაპტაციაზე ისაუბრა და მადრიდულ გუნდში გადასვლისას თავის სატრანსფერო ფასზე გაკვირვება გაიხსენა.

"სატრანსფერო ფასი, 126 მილიონი ევრო ჩემზე ზეწოლას არ ახდენს. თუმცა, როდესაც კონტრაქტი გავაფორმე, გავიფიქრე და გამიკვირდა: "ნახე, 126 მილიონი ვღირვარ!"

სიმეონე მუდამ მასწავლის და ეს ჩემზე ნეგატიურად არ მოქმედებს, რადგან რაღაც-რაღაცები გამოსასწორებელი მაქვს. გამძლეობის გასაუმჯობესებლად მეტი მუშაობა მმართებს. რა თქმა უნდა, ყოველდღე ვუმატებ.

როდესაც გოლების გატანას დავიწყებ, ყველა საშუალება გამართლებული იქნება", - ციტირებს ფელიქსს A Bola.

მკითხველის კომენტარები / 2 /
და ღირხარ მერე, შე ლაწირაკო?
Bidziebi.
00:48 25-12-2019
2
კარგით რა? ამხელა ფასი ამაში? ეს უკვე დაცინვააა!
goCa
11:42 25-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული