ვალვერდეს უცნაური ლოგიკა: "ლივერპული" რომ დაგვემარცხებინა, ესპანეთის თასს მოვიგებდით

AutoSharing Option
"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ნახევარფინალური ეტაპიდან "ლივერპულთან" 2-მატჩიან დაპირისპირებაში გამოვარდა.  "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ უცნაურად ლოგიკური კორელაცია შენიშნა და თქვა, რომ ლიგის ფინალში გასვლის შემთხვევაში "ბარსა" "კოპა დელ რეის" მოიგებდა.

"ლივერპულთან" შეხვედრამდე ჩვენ საოცარი ჩემპიონთა ლიგა გვქონდა. ენფილდზეც გვქონდა შანსები, თუმცა მათ სწრაფი გოლი გაიტანეს და ჩვენ ფსიქოლოგიურად წინა სეზონში "რომასთან" მარცხს დავუკავშირდით; შეგვეშინდა, იგივე არ მომხდარიყო, რაც მაშინ.

ამ შემთხვევაში სისუსტე გამოვიჩინეთ და დავისაჯეთ კიდეც ამისთვის. ეს თამაში წლ
ის ყველაზე რთული მომენტი იყო ჩვენთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ის დარტყმა, რაც ლივერპულში მივიღეთ, ძალიან მძიმე იყო და "ვალენსიასთან" მატჩის წინ ჩვენ მორალურად დავეცით. "ლივერპულთან" რომ მოგვეგო, კოპასაც მოვიგებდით", - უთხრა ვალვერდემ "ბარსელონას" ოფიციალურ საიტს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული