რაფაელ ვარანი: ჩემს წარმატებაში ეჭვი ეპარებოდათ, რადგან კეთილი ვიყავი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების მცველ რაფაელ ვარანს ბავშვობაში ეუბნებოდნენ, რომ ფეხბურთში წარმატებას ვერ მიაღწევდა, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ ის ძალიან კარგი ბავშვი იყო.

ფრანგმა მცველმა კარიერაში თითქმის ყველა ტურნირი მოიგო, სადაც ითამაშა: მსოფლიო თასი, ესპანეთის ჩემპიონატი და თასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასები. ჯერჯერობით მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს არ ფლობს...

"უყურებ ზოგიერთ ბავშვს და ხვდები, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ, თუმცა ჩემს შემთხვევაში იგივე არ ყოფილა. პატარაობისას მითხრეს, რომ წარმატებისთვის აუცილებელი მენტალობა არ მქონდა,
საკმარისად ცუდი არ ვიყავი.

სკოლის სხვა ბავშვები მუდმივად საჩხუბრად იწევდნენ, მე კი პრინციპული და კეთილი გახლდით.

დედაჩემი ძალიან მკაცრი მწვრთნელი იყო. მან წესები და სტრუქტურა მასწავლა. სკოლაში სწავლისას დედა ყოველთვის ძალიან ბევრს მთხოვდა. ის თავად მასწავლებელია და ამ საკითხს ყოველთვის სერიოზულად უყურებდა.

2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იყო. ევრო 2016-სთვის 2 წელი ვემზადებოდი. ასეთი რამ აღარასდროს მომესწრება, სამშობლო ევროპის ჩემპიონატს ჩემი კარიერის დასრულებამდე ნამდვილად აღარ უმასპინძლებს. ამიტომ, ამაზე ძალიან მწყდება გული", - აღნიშნა რაფაელ ვარანმა.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული