ზინედინ ზიდანი: პირველ ტაიმში კურტუამ სამჯერ გადაგვარჩინა

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ხეტაფესთან" მოგებული მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"პირველ ტაიმში გავწვალდით, ტიბო ძალიან კარგი იყო. ასეთ რთულ სტადიონზე გამარჯვება მოვიპოვეთ.

თავიდან ბურთის გათამაშება გვიჭირდა, ვინაიდან სწორხაზოვნად ვთამაშობდით. პირველ ტაიმში კურტუამ სამჯერ გადაგვარჩინა, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა. ის გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რასაც მთელი სეზონია ამტკიცებს კიდეც.

მოდრიჩსაც შევაქებ. შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. მოდრიჩი ყოველთვის მოდრიჩია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული