მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველმა დანიელ კარვახალმა ესპანეთის სუპერთასზე "ვალენსიას" დამარცხების (3:1) შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და "ბარსას" თავკაც ვალვერდესაც გამოეხმაურა.
ვალვერდეს არ მოსწონს სუპერთასის ახალი ფორმატი? წავიდეს და იჩივლოს. აქ, საუდის არაბეთში ყველაფერი სხვანაირადაა, ატმოსფეროც კი.
ესპანეთის სუპერთასზე არაერთხელ მითამაშია აგვისტოს თვეში, როცა ძალიან ბევრი გულშემატკივარი შვებულებაშია წასული და შეხვედრებს ვერ ესწრებოდნენ", - თქვა კარვახალმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით