ვალვერდეს ესპანეთის სუპერთასის ფორმატი არ მოსწონს - ის კარვახალმა გაკენწლა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ ფეხბურთი ბიზნესი გახდა და ამიტომ იმყოფებიან საუდის არაბეთში. მას ეპანეთის სუპერთასის ახალი, ოთხგუნდიანი ფორმატი არ მოსწონს:

"სუპერთასი ესპანეთში ყოველთვის ხსნიდა სეზონს. ასე მგონია, ძველი ვარიანტი უკეთესი იყო. ყველაფერს ტურნირის დასრულების შემდეგ შევაფასებთ. ოთხგუნდიანი სუპერთასი უცნაურია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია".

ამაზე კომენტარი "რეალის" მცველმა დანი კარვახალმა გააკეთა: "დაე, ვალვერდემ ფედერაციაში იჩივლოს. აქ, საუდის არაბეთში, ყველაფერი სხვაგვარადაა, მათ შორის, ატმოსფეროც. სუპერთასზე არაერთხელ მითამაშია, როდესაც აგვისტოში ბევრი გულშემატკივარი შვებულებაშია. "რეალი" აქ ტურნირის მოსაგებად ჩამოვიდა".

სუპერთასის პირველ
ნახევარფინალში "რეალმა" "ვალენსია" 3:1 დაამარცხა, დღეს კი, მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ატლეტიკო" შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ალბათ გონივრული გადაწყვეტილება იყო. ამ ეტაპზე რეალის ბარსასთან შეხვედრა ყველანაირად უნდა ჩაშლილიყო
ზურა
16:43 10-01-2020
1
თვითონ კარვახალი იმდენჯერ არის გაკენწლილი მესისგან... რისი წელიც დადგა იმას რო გავს.დ.დ.
barsa
21:29 09-01-2020
9

სიახლეები პოპულარული